დავით უსუფაშვილი:  სასამართლოში მიმდინარე ამბები შემაშფოთებელია

დავით უსუფაშვილი: სასამართლოში მიმდინარე ამბები შემაშფოთებელია

სასამართლოში მიმდინარე ამბები შემაშფოთებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

დავით უსუფაშვილმა კითხვაზე ზოგადი პასუხი გასცა ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ ზოგადად სასამართლოში ცუდი ამბები ხდება.

”სასამართლოში, ზოგადად, ცუდი ამბები ხდება და ეს ცუდი ამბები უარესობისკენ მიდის. ეს არის შემაშფოთებელი”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თემის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და დამატებითი განმარტებებიც არ გააკეთა.