ყოფილი სახალხო დამცველი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს აკრიტიკებს. როგორც სოზარ სუბარმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ხშირ შემთხვევაში უჩა ნანუაშვილი აკეთებს განცხადებებს, რომელიც ომბუდსმენის მანდატს სცდება. მისივე თქმით, მოქმედმა სახალხო დამცველმა რაღაც თემებზე საუბრისგან თავი უნდა შეიკავოს.
”უჩა ნანუაშვილის განცხადებები ზოგიერთ თემაზე არ მგონია ჯდებოდეს იმ მანდატში, რაც სახალხო დამცველს აქვს. მანდატიდან გამომდინარე ალბათ სჯობს რაღაცეებზე საუბრისგან თავი შეიკავოს. მაგალითად, სახალხო დამცველმა რომ თქვას, საქართველო უნდა იყო ან საპრეზიდენტო რესპუბლიკა ან საპარლამენტო რესპუბლიკა, ეს მას, როგორც მოქალაქეს შეუძლია, თუმცა, ეს არ არის სახალხო დამცველის მანდატი. როცა ის აპროტესტებს პროექტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთხელ შეიძლება იყოს არჩეული, ამაში ვეთანხმები და მისი ეს მოთხოვნა ლეგიტიმური მგონია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.