პრეზიდენტი საერთო სახალხო განხილვებში ჩაერთვება, თუმცა, ის ხვალინდელ შეხვედრას ვერ დაესწრება , - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო განხილვას ამის გამო ვერ დაესწრება.