თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენი ევროპული თავგადასავალი, მე კი მაქვს ჩემი ქართული თავგადასავალი

თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენი ევროპული თავგადასავალი, მე კი მაქვს ჩემი ქართული თავგადასავალი

თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენი ევროპული თავგადასავალი, მე კი მაქვს ჩემი ქართული თავგადასავალი, - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ახალგაზრდული თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალის“ მონაწილეებს მიმართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავად ჩატარდა თამაშში „ჩემი ევროპული თავგადასავალი“, რომელშიც მონაწილეობა ქუთაისის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარმა 15 გუნდმა მიიღო. ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ევროკავშირის შესახებ ცოდნაში ეჯიბრებოდნენ.

ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა სიტყვით მიმართეს და გამარჯვებულები გამოავლინეს.

„თქვენ, რა თქმა უნდა, გაქვთ თქვენი ევროპული თავგადასავალი, მე კი მაქვს ჩემი ქართული თავგადასავალი. როცა ვუყურებ ჩემს გამოცდილებას საქართველოში ვხედავ, რომ ამ გამოცდილების საუკეთესო სურათი არის ზუსტად 2017 წლის დღევანდელი დღე ქუთაისში.

დღევანდელი დღის აღნიშვნით ჩვენ ავღნიშნავთ ახალ შესაძლებლობებს, რომელიც გულისხმობს ევროპაში მოგზაურობას, ევროპაში სწავლას, ევროპაში ბიზნესის კეთებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ახალ შესაძლებლობებს საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე გამოიყენებს. ეს არის მოგზაურობა, რომელსაც ჩვენ შესაძლებელს ვხდით, ამიტომ ერთად ვიაროთ ამ გზაზე. თქვენი და ჩვენი მოგზაურობები ერთიანდება ამ საერთო ევროპულ გზაზე“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა გამარჯვებულის პრიზი გადასცეს 37-ე საჯარო სკოლის გუნდს „აია“. მეორე ადგილი მოიპოვა კერძო სკოლა „პროგრესის“ გუნდმა. თამაშის „ჩემი ევროპული თავგადასავალი“ ყველა მონაწილე გუნდს სერთიფიკატები გადაეცა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია შედგება პარლამენტის შენობაში, თბილისში, 2017 წლის 11 მაისს.