ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს

ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს

ჩვენ ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს. ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა ძალაშია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უმრავლესობა არის მზად და გახსნილი, რათა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა.

”ჩვენ ჩვენი შეთავაზება წარვუდგინეთ პრეზიდენტს და ახლა ველოდებით პასუხს. ჩვენი შეთავაზება, რა თქმა უნდა ძალაშია. საყოველთაო სახალხო განხილვა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ საზოგადოებასთან სხვადასხვა პოზიციები განვიხილოთ. ყველას გვაქვს ჩვენი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში, საკონსტიტუციო ცვლილებაში. აქედან გამომდინარე განხილვა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ ჩვენ ჩვენი მოსაზრებები ერთად განვიხილოთ საზოგადოებასთან. ჩვენ ვართ ამისთვის აბსოლუტურად გახსნილი და იმედი გვაქვს, რომ იგივე პოზიცია ექნება საქართველოს პრეზიდენტს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რამდენად შედეგიანი იქნება მსგავსი ფორმატი, კობახიძემ აღნიშნა, რომ უმრავლესობა კონსტრუქციული საუბრისთვის მზადაა და მათ არ ”ეშინიათ”. „ჩვენ ვართ მზად აბსოლუტურად კონსტრუქციული საუბრისთვის ჩვენს ხალხთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი, აქედან გამომდინარე, არ გვეშინია ასეთი განხილვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.