ჯგუფის ლიდერმა ფრენსის როსიმ საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარა და განაცხადა, რომ ჯგუფი თავდაპირველად ახალ სტუდიურ ალბომს ჩაწერს, მომავალი წლის დასაწყისში კი დიდ ბრიტანეთში საგასტროლო ტურნეს მოაწყობს.
ჯგუფის შემადგენლობაში „Status Quo”-ს დამფუძნებლები რიკ პარფიტი, ფრენსის როსი, ალან ლანკასტერი და ჯონ კოფლანი იქნებიან. რამდენიმე თვის წინ მუსიკოსები ერთმანეთს შეხვდნენ და გადაწყვიტეს დიდ სცენას დაბრუნებოდნენ.
ასაკოვანი როკმენები თავს შესანიშნავად გრძნობენ. ფრენსის როსის მტკიცებით, ბას-გიტარისტ ალან ლანკასტერს ექიმებმა „სკლეროზის“ დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მუსიკოსმა გაძლიერებული მკურნალობის კურსი წამოიწყო და იმედი აქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჩვეულ „სპორტულ ფორმაში“ ჩადგება.