პირველი მათგანი ე.წ. მინი-ალბომს წარმოადგენს. მისი სახელწოდებაა „Letur-Left” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის ივნისში იხილავს.
გიტარისტის მეორე ჩანაწერი ჩვეულებრივი ფორმატის ჩანაწერია. მისი სახელწოდებაა „PBX Funicular Intaglio Zone” და გაყიდვაში სექტემბერში გამოვა.
ჯონ ფრუსჩანტე „Red Hot Chili Peppers”-ის რიგებში ორჯერ ირიცხებოდა - 1988-1992 და 1998-2009 წლებში. სამი წლის წინ გაურკვეველი კონფლიქტის გამო ჯგუფი საბოლოოდ მიატოვა. მისი ადგილი გიტარისტმა ჯოშ კლინგჰოფერმა დაიკავა.