საკუთარი ფულადი რესურსების მენეჯმენტი საკმაოდ რთული რამ გახლავთ,თუმცა როდესაც საუბარი ოჯახის ფინანსებზე დგება, საქმე ბევრად უფრო რთულადაა.
ოჯახის ფინანსების მენეჯმენტის დროს, თქვენ გიწევთ უამრავი შიდა თუ გარე ფაქტორებისა და საკითხების გათვალისწინება, რაც საკმაოდ რთული რამ გახლავთ.
თუმცა ცოტაოდენი ორგანიზებულობა და სწორი პრიორიტეტების დასახვა აუცილებლად წარმატების საწინდარი გახდება ამ მიმართულებით.
პირვენი ნაბიჯი- „შავი დღის“ ფონდის შექმნა
არავინ იცის რა მოხდება მომავალში: შესაძლოა უმუშევარი გახდეთ ან თქვენი ოჯახის წევრი გახდეს ავად, მოყვეთ ავარიაში ან რაიმე უეცარი ინციდენტი შეგემთხვათ.
სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არის მნიშვნელოვანი წინასწარ გქონდეთ გადადებული გარკვეული ოდენობის ფულადი რესურსები, „შავი დღის“ ფონდის შესაქმნელად.
გრძელვადიანი გეგმები და პრიორიტეტები
იმის შემდგომ რაც „შავი დღის“ ფონდს შექმნით, უნდა დაიწყოთ ფიქრი გრძელვადიან გეგმებსა და პრიორიტეტებზე.
პირველი რაც ამ კუთხით არის მოსაფიქრებელი - პენსიაზე გასვლის შემდგომი პერიოდისათვის თანხების შეგროვებაა.
სპეციალისტების თქმით აღნიშნული მიზნისთვის ფულის შეგროვება უპირატესი მნიშვნელობის მქონეა, ისეთი მიზნების მიმართაც კი, როგორიცაა შვილისთვის უნივერსიტეტში სწავლის თანხების შეგროვება.
დაიმახსოვრეთ, რომ სტუდენტური სესხები და ახალგაზრდებისათვის ფინანსების მოძიების სხვა საშუალებები ყოველთვის არსებობს, ხოლო მოხუცი ადამიანების მოვლისთვის სესხები არ არსებობს.
ამიტომაც, აუცილებელია საპენსიო ფონდზე ფიქრი და ფულის შეგროვება საკუთარი მოხუცებულობისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებს, რადგან საქართველოში მოგეხსენებათ სოციალური დაცვის დაბალი სტანდარტი არსებობს.
მნიშვნელობით შემდგომი გრძელვადიანი პრიორიტეტი - შვილების სტუდენტური განათლების თანხებია.
სწავლის ღირებულება ყოველ წელს მატულობს, ხოლო უნივერსიტეტის დაუმთავრებლად წარმატების შანსები არც ისე დიდია, ამიტომაც მნიშვნელოვანია გარკვეული თანხების შეგროვება ამ მიმართულებით.
სხვა გრძელვადიანი გეგმები - თქვენ ოჯახს შესაძლოა სხვა ბევრი გრძელვადიანი გეგმა ჰქონდეს, როგორიცაა ახალი სახლის შეძენა, მოხუცი მშობლების მოვლა, საზაფხულო სახლის ყიდვა და ა.შ.
მოკლევადიანი გეგმები
იმის შემდგომ, რაც გრძელვადიან გეგმებს განსაზღვრავთ, შეგიძლიათ იზრუნოთ უფრო მოკლევადიან გეგმებზე. ჩამოწერეთ მიზნებისა და პრიორიტეტების სია შემდგომი სამი წლისთვის.
სიაში შეიძლება განისაზღვროს ისეთი საკითხები, როგორიცაა ახალი მანქანის შეძენა, მოგზაურობა უცხოეთში, სახლის გარემონტება, შვილის ქორწილის თანხები და ა.შ.
თითოეული მიზნის შესაბამისად უნდა შეიმუშავოთ სტრატეგია, მაგ: თუ თქვენი მიზანია ავტომობილის შეძენა, უნდა განსაზღვროთ ყოველთვიურად რამდენი თანხის გადადებას აპირებთ, ასევე უნდა განსაზღვროთ დამატებით საკითხებიც - ხომ არ გეგმავთ სესხის გამოტანას ნარჩენი ღირებულების დასაფარად და ა.შ.
რა ვქნათ თუ ფული მაინც არ გვყოფნის?
ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც დაგეგმილი გვაქვს, შესაძლოა ფული არ გვეყოს სხვადასვა მიზნების მიღწევისათვის, ან „შავი დღის“ ფონდი არასაკმარისი აღმოჩნდეს უეცრად წარმოშობილი ხარჯების ასანაზღაურებლად. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?
უეცარი ფინანსური კრიზისის დასაძლევათ ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალებაა სწრაფი ონლაინ სესხების აღება, განსაკუთრებით 2017 წელს მიღებული ახალი რეგულაციების ფონზე, რის შედეგადაც ძალზედ შემცირდა სესხის საკომისიოს ოდენობა.
სწრაფი ონლაინ სესხის აღებისას, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რომელ კომპანიაში ჯობია ონლაინ სესხის აღება, რადგან ბაზარზე ბევრი სხვადასხვა ორგანიზაციაა, რომელიც გასცემს ასეთ სესხს, ხოლო მათგან სანდოობით მხოლოდ რამდენიმე თუ გამოირჩევა.
გარდა ამისა, ონლაინ სესხების შემოთავაზებები იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, რომ ძნელია საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.
ამისათვის აუცილებელია ყველა სწრაფი სესხების კომპანიის ვებ საიტზე შესვლა, მათი პირობების გაცნობა და შედარება. საბოლოოდ, კი საუკეთესო ვარიანტის შერჩევა.
აღნიშნულის ალტერნატივა და შესაძლებელია ითქვას, რომ საუკეთესო საშუალება მაინც ონლაინ სესხების შედარების საიტებია, როგორიცაა მაგალითად www.topsesxi.com .
ასეთი ვებ-საიტების მეშვეობით თქვენ საშუალება გაქვთ გაეცნოთ მრავალი სხვადასხვა ონლაინ სესხების კომპანიის შემოთავაზებასა და პირობებს, შემდგომ კი აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი.