„ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის ფონზე ბაშარ ალ-ასადი ერთადერთი და რეალური არჩევანია

„ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის ფონზე ბაშარ ალ-ასადი ერთადერთი და რეალური არჩევანია

ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხის ფონზე სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ერთადერთი და რეალური არჩევანია, - განაცხადა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა მარინ ლე პენმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

„იმ პირობებში, როდესაც არ შეიძლება დავუშვათ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ძალაუფლების მოპოვება, არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ბაშარ ალ-ასადისა. ასადი ნდობას იწვევს და სასურველი არჩევანია საფრანგეთისთვის“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა. 

ეს განცხადება მარინ ლე პენმა, რომელიც ვიზიტით ბეირუთში იმყოფება, ლიბანის პრემიერ-მინისტრთან, საად ხარირისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვიზიტის ფარგლებში „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი ქვეყნის პრეზიდენტს მიშელ აუნს შეხვდა.