სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოშია.
თვითმფრინავი, რომელშიც პატრიარქი და მისი გარემოცვის წევრები იმყოფებიან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბერლინში, ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკაში 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა.