დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის არც ერთი წევრი მთავარი პროკურორის გადადგომის ხელმოწერას მხარს არ დაუჭერს

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობის არც ერთი წევრი მთავარი პროკურორის გადადგომის ხელმოწერას მხარს არ დაუჭერს

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ უმრავლესობაში არ იქნება არც ერთი წევრი, რომელიც მთავარი პროკურორის გადადგომის ხელმოწერას დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე შეფასებით, უმცირესობის მოთხოვნა მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით, არალოგიკურია.

"ლოგიკას ვერ ვხედავ, რატომ უნდა იყოს ასეთი მოთხოვნა დაყენებული, როდესაც პროკურატურა, სამართალდამცავი ორგანოები ამ ეტაპზე ქმედითად და ეფექტურად საქმიანობენ და აცილებული იქნა ძალიან დიდი დანაშაული, რაც შეიძლებოდა თეორიულად მომხდარიყო. არალოგიკურად მეჩვენება მთავარი პროკურორის გადადგომის მოთხოვნა. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სტილი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ითხოვდნენ არა მარტო მთავარი პროკურორის, არამედ თბილისის მერის და მინისტრების გადადგომას და ა.შ. მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, შეუძლიათ მოითხოვონ სხვადასხვა თანამდებობის პირების გადადგომა, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც არის სწორი", - განაცხადა კახიანმა.