დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბარგი პროკურატურაში დაკავებიდან 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს, რაც დარღვევაა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბარგი პროკურატურაში დაკავებიდან 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს, რაც დარღვევაა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბარგი პროკურატურაში დაკავებიდან 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ეჭვს იწვევს და დარღვევაა.

”ჯერ მარტო ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული დარღვევაა, ეჭვი ჩნდება, როდესაც განხორციელდა მამა გიორგის დაკავება, ის ბარგი, რომელშიც ამბობენ, რომ აღმოჩენილია (ციანიდი), 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს, სადაც მამა გიორგი იყო”, - განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე - აქვს თუ არა ადვოკატს ეჭვი იმაზე, რომ ციანიდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჩანთაში ჩაუდეს, პასუხად რამიშვილმა განაცხადა: ”ეს ეჭვები ჩვენ არ გვაქვს არაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ყველამ უნდა ამტკიცოს თავისი ვერსია, მისი არსებობა”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატმა ასევე კომენტარი გააკეთა ბრალდების ერთ-ერთი მოწმის, ირმა ჭკადუას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც იგი სამ პირს შორის განხორციელებული აუდიოჩანაწერის შესახებ საუბრობს. ადვოკატმა თავი შეიკავა ეთქვა, თუ რა აუდიოჩანაწერზეა საუბარი. 

”მაგას ვერ გეტყვით რაზეა საუბარი, რადგან არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება ამ ეტაპზე არ ღირს”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.