ბრალში, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს წაუყენეს, ედავებიან ერთი პირის მკვლელობის მომზადებას, რომელიც სასულიერო პირი არ არის

ბრალში, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს წაუყენეს, ედავებიან ერთი პირის მკვლელობის მომზადებას, რომელიც სასულიერო პირი არ არის

ბრალში, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს წაუყენეს, ედავებიან ერთი პირის მკვლელობის მომზადებას, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მია ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ”გრიფით საიდუმლო” არ ადევს, პროკურატურა არ ასახელებს ვისი მკვლელობის ორგანიზებას ედავება მამა გიორგი მამალაძეს. 

დაცვის მხარე მოითხოვს რომ დაკონკრეტდეს რას ედავება სახელმწიფო ბრალდება დეკანოზს, რათა ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს. 

”დღემდე არ ხდება დაკონკრეტება, თუ ვისი მკვლელობის მომზადებას ედავებიან მამა გიორგი მამალაძეს. პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ არ იციან საუბარია ერთ პირზე, ორზე თუ სამზე. მინდა გითხრათ, რომ ბრალდებაში საუბარია მხოლოდ ერთ პირზე, რომელიც სასულიერო პირი არ გახლავთ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაკონკრეტდეს თუ ვისზეა საუბარი და ამ თემაზე სპეკულაციები და ბუნდოვანება ამოიწუროს”, - განაცხადა მია ზოიძემ. 

დეკანოზის ადვოკატებმა მთავარ პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ შეიტანეს განცხადება, რათა მათ გაუთქმელობის ვალდებულება მოეხსნათ და მიეცათ საქმის დეტალებზე საუბრის საშუალება.