მამა გიორგი მამალაძის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამალაძეს ბრალში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე.
ამის შესახებ რამიშვილმა ჩაფიძის კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა [პატრიარქს]. საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ“, - განაცხადა რამიშვილმა.
მისივე თქმით, ბარგი, რომელშიც თითქოსდა აღმოჩენილია ციანიდი, დაკავებიდან 6 საათის 40 წუთის შემდეგ მიიტანეს იქ, სადაც იყო მამა გიორგი მამალაძე.