გია ვოლსკი:  ირაკლი შოთაძის მიმართაც პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძის მიმართაც პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მისამართით პრეტენზიები უსაფუძვლოა. 

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ვფიქრობ, აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს. ერთი - გამოძიებაში ხელის შეშლა, რაც ნაკლებად მინდა დავიჯერო და მეორე, სკანდალური განცხადების გაკეთება ყურადღების მისაქცევად. სხვა ამის უკან არაფერი არ დევს. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და შოთაძის მიმართაც პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა",- განაცხადა ვოლსკიმ.