2007 წელს ირაკლი შოთაძე გვიჩიანის საქმეზე ბრალმდებელი იყო, მადლობა მას, რომ პრაქტიკულად აღიარა ამ საქმეში ხარვეზები

2007 წელს ირაკლი შოთაძე გვიჩიანის საქმეზე ბრალმდებელი იყო, მადლობა მას, რომ პრაქტიკულად აღიარა ამ საქმეში ხარვეზები

2007 წელს ირაკლი შოთაძე ამ საქმეზე ბრალმდებელი იყო და მადლობა მას იმისთვის, რომ გახდა მედროშე და პრაქტიკულად აღიარა ამ საქმეში ხარვეზები, - ამის შესახებ გია გვიჩიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების გამართლების შემდეგ განუცხადა. როგორც ჭკადუამ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მიიღო ძალიან ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება და ამ ამბავში მინდა გამოვყო ბატონ ირაკლი შოთაძის როლი, რომელიც ამ საქმეზე თავის დროზე, 2007 წელს, ბრალმდებელი იყო. ჩვენ გარკვეულწილად ვშიშობდით, ხომ არ იქნებოდა ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა შემაფერხებელი გარემოება, თუმცა დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ გახდა მედროშე და პრაქტიკულად აღიარა ის რომ მისის პროკურორობის დროს ამ საქმეში იყო გარკვეული ხარვეზები, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქმე გამოძიებულიყო ობიექტურად, რაც დღევანდელი განაჩენის საფუძველი გახდა", - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 

მისივე თქმით, ნიკა ჩემია სრულად გამართლდა ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, თუმცა სხვა დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც პაპაჩაშვილი და ხერკელაშვილი გასამართლდნენ, გამატყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

ჩემი დაკავება მოხდა უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთით, თუმცა კონკრეტულ გვარებს ახლა არ დავასახელებ, - ამის შესახებ ”თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში გამართლებულმა გია გვიჩიანმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა. 

როგორც გვიჩიანმა აღნიშნა, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მისი 11-წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა.