გამოუშვეს რეალური მკვლელები, ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ტყუილია

გამოუშვეს რეალური მკვლელები, ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ტყუილია

გამოუშვეს მკვლელები და ახლა იძახის პროკურატურა, ვიპოვით დამნაშავესო, - ამის შესახებ „ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მამამ, ნოდარ ლომინაძემ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულების, გია გვიჩიანისა და ნიკოლოზ ჩემიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. 

”გამოუშვეს მკვლელები და ახლა იძახის პროკურატურა, ვიპოვით დამნაშავესო - რა უნდა ვთქვა? არანაირი იმედი აღარ მაქვს. რეალური მკვლელები იყვნენ ისინი. ამის შემდეგ ჩემთვის ყველაფერი ტყუილია. რაღაცას ამბობენ იმისთვის, რომ ნამუსი მოიწმინდონ, მეტი არაფერი”, - განაცხადა ნოდარ ლომინაძემ. 

„ეი-ი-ეს თელასის“ ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები გია გვიჩიანი და ნიკოლოზ ჩემია გამართლდნენ. ორივე მათგანი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

ჩემი დაკავება მოხდა უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთით, თუმცა კონკრეტულ გვარებს ახლა არ დავასახელებ, - ამის შესახებ ”თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში გამართლებულმა გია გვიჩიანმა ჟურნალისტებს სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ განუცხადა. 

როგორც გვიჩიანმა აღნიშნა, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიებით და სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მისი 11-წლიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა.