ადვოკატი საქმის დეტალების გაუთქმელობის პირობის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურაში კიდევ ერთ განცხადებას შეიტანს

ადვოკატი საქმის დეტალების გაუთქმელობის პირობის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურაში კიდევ ერთ განცხადებას შეიტანს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია, პროკურატურისგან დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის პირობის მოხსნას კიდევ ერთხელ მოითხოვს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” გიორგი ფანცუალაიამ განუცხადა, ის პროკურატურაში მისვლას და განცხადების ხელახლა შეტანას აპირებს. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დოკუმენტის პროკურატურაში შეტანამდე განცხადებას გააკეთებს საჯაროდ, რადგან ”მთავარი პროკურატურა ამ ხნის განმავლობაში მას პასუხს არ სცემს”. 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, განცხადებაში გაუთქმელობის პირობის გარდა სხვა საკითხებსაც შეეხება.