ისინი არ აცლიან არავის საუბარს, უნდათ კითხვა დასვან და პასუხის დროსაც თვითონ ისაუბრონ

ისინი არ აცლიან არავის საუბარს, უნდათ კითხვა დასვან და პასუხის დროსაც თვითონ ისაუბრონ

მწვავე რეაქცია კითხვების მიმართ კი არ იყო, არამედ იმ ფორმის მიმართ, რომელიც ოპონენტებს ახასიათებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსმენის დროს კამათისა და გადაძახილების კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნა, ოპონენტების მხრიდან სავარაუდოდ იყო მცდელობა რომ განგაში გამოეწვიათ. 

”მათ არ ყოფნით კომპეტენცია, რომ თვითონ შინაარსობრივ საკითხებზე ისაუბრონ, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში იყო ნახსენები და იმ ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს. მათ აქვთ მცდელობა ყველაფერი გადაიტანონ პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებზე, რომელიც მათთვის ქულების მომტანი იქნება. სავარაუდოდ, ფორმა რომლითაც ისინი ახორციელებენ ამას, მიუღებელია, ისინი არ აცლიან არავის საუბარს, უნდათ დასვან კითხვა და მერე პასუხის დროსაც თვითონ ისაუბრონ. შესაბამისად, ამან გამოიწვია უკმაყოფილება და მეტმა არაფერმა”, - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოსმენა ხმამაღალი კამათისა და გადაძახილების ფონზე წარიმართა.