ნინო გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები უპასუხოდ დატოვა

ნინო გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები უპასუხოდ დატოვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. 

გვენეტაძემ პარლამენტი ისე დატოვა, რომ მან კომენტარი არც ჟურნალისტებთან გააკეთა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გვენეტაძემ ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვიდრე სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობს, ის ვერც ამ პროცესზე და ვერც კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს და საჯარო პოზიციას ვერ დააფიქსირებს. 

გვენეტაძემ აღნიშნა ისიც, რომ ის პოლიტიკოსებისგან განსხვავებით სამოსამართლეო ეთიკით არის შებოჭილი. 

გარდა ამისა, მან ისიც აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების საპასუხოდ იმყოფებოდა. ნინო გვენეტაძემ, რომლის გამოსვლაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კამათის ფონზე მიმდინარეობდა, პარლამენტი უკვე დატოვა.