ირაკლი შოთაძის გადადგომაზე საუბარი არის ბატონი ივანიშვილისთვის შვება

ირაკლი შოთაძის გადადგომაზე საუბარი არის ბატონი ივანიშვილისთვის შვება

ირაკლი შოთაძის გადადგომაზე საუბარი არის ბატონი ივანიშვილისთვის შვება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განუცხადა. 

რაც შეეხება იმას, მოაწერს თუ არა ”ნაციონალური მოძრაობა” ხელს ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არასერიოზული მოთხოვნაა, ისინი ამ ხელმოწერებს მაინც შეუერთდებიან. 

”შოთაძეც უნდა გადადგეს, კვირიკაშვილიც უნდა გადადგეს, მთელი ”ქართული ოცნება” უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით. ახლა შოთაძის გადადგომაზე საუბარი არის ბატონი ივანიშვილისთვის შვება. ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არაფერს არ წყვეტს პროკურატურაში. რა შუაშია აქ შოთაძე, რომელიც არის ნომინალურზე ნომინალური ფიგურა და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილის გარეშე არანაირ საქმის შეკერვა საპატრიარქოსთან მიმართებაში არ მოხდებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვსაუბრობდეთ შოთაძეზე, ერთი მხრივ ეს არის სამაშველო რგოლის გადადგება ივანიშვილისთვის. სამწუხაროდ, უადგილო ინიციატივაა და ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ორჯერ მაინც დაფიქრებულიყო ამ ინიციატივის ავტორი, სანამ შოთაძის გადაყენებას მოითხოვდა”, - განაცხადა ნიკა მელიამ. 

მისივე თქმით, ყველანაირი ამოცანას, რომელიც ემსახურება ხელისუფლების დემონტაჟს, ის ხელს შეუწყობს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს წინადადება არასერიოზულია. 

”გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში, ოპოზიციის ერთ ნაწილს, დიდი სურვილი აქვს რომ ხელი მოვაწეროთ, ჩვენ შევუერთდებით, თუმცა სრულიად არასერიოზულია შოთაძეზე საუბარი, როდესაც ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი”, - განაცხადა ნიკა მელიამ.