მამა დავით ჭინჭარაული ადასტურებს, რომ მიმართვის ჩაწერისას პატრიარქთან იმყოფებოდა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ვინ გაავრცელა თავდაპირველი ვერსია

მამა დავით ჭინჭარაული ადასტურებს, რომ მიმართვის ჩაწერისას პატრიარქთან იმყოფებოდა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ვინ გაავრცელა თავდაპირველი ვერსია

მამა დავით ჭინჭარაული ადასტურებს, რომ მიმართვის ჩაწერისას პატრიარქთან იმყოფებოდა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, ვინ გაავრცელა თავდაპირველი ვერსია. 

მისივე ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ჩაწერის დროს ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. 

„მე არ ვიცი რა იყო და რა არ იყო, გამოქვეყნებულია და საინფორმაციო სივრცეში დევს ორი ვიდეომასალა - მეტი არაფერი ვიცი. მე ვიყავი კი (ჩაწერის დროს). მეც მედიასაშუალებით გავიგე, რომ აიტვირთა ერთ-ერთი ეპარქიის საიტიდან და დანარჩენი არაფერი ვიცი - ვინ ატვირთა, რატომ აიტვირთა, ვერ გეტყვით“, - განაცხადა მამა დავით ჭინჭარაულმა.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადების სრული ვერსია მამა დავით ჭინჭარაულმა გაავრცელა. ტელევიზიის ცნობით, დავით ჭინჭარაულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან ერთ საათში პატრიარქს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუცხადა, რომ დაგეგმილი შეთქმულების მონაწილე მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილია.