თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის საკრებულოს შენობაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის საკრებულოს შენობაში ცეცხლი გაჩნდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი საკვამურში დაფიქსირდა. 

მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

„ადგილზე სახანძროს 9 ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს და უახლოეს ხანში მისი ლიკვიდაცია მოხდება“, - განაცხადეს უწყებაში.