მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ

მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ "ევროპული საქართველოს" ინიციატივას საკუთარი ხელმოწერებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება

მთავარი პროკურორის გათავისუფლების შესახებ "ევროპული საქართველოს" ინიციატივას საკუთარი ხელმოწერებით ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" უერთდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა, ინიციატივას ხელს მოაწერენ, თუმცა მისივე თქმით, ამ კამპანიამ არ უნდა დატოვოს ისეთი შთაბეჭდილება, რომ რაც ხდება ეკლესიის ირგვლივ, ეს არის პროკურატურის შეცდომისა თუ არაკომპეტენტურობის შედეგი და რომ მთავარმა პროკურორმა პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და მთელი საპარლამენტო უმრავლესობა შეცდომაში შეიყვანა. 

"ამით არ ვამართლებთ მათ უგუნურ განცხადებებს და მხოლოდ პროკურატურის ბრალეულობამდე არ დაგვყავს საქმე. დღესავით ნათელია, რომ ხელისუფლება ერევა ეკლესიის შიდა საქმიანობაში და მოვლენები, რასაც ახლა ვხედავთ, მათი ინტერესების გასატარებლად იყო დაგეგმილი. თუ რა გამოუვიდათ, ეს კარგად დაინახა ყველამ," - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გოცირიძემ .