კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კათოლიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.
„თავს კარგად გრძნობს უწმინდესი. ყველა მაჩვენებელი, რასაც ყოველდღიურად აკვირდებიან, ჩვენთვის მისაღებია. მთელ საქართველოს ვულოცავ უწმინდესის წარამტებით ჩატარებულ მკურნალობას“, - განაცხადა ცისანა შარტავამ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბერლინიდან თბილისში დღეს, 17.30 საათზე დაბრუნდება. კათოლიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის აეროპორტში ჩარტერული რეისით დაბრუნდება. პატრიარქს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდებიან.
კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში“ 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.