დეკანოზი გიორგი მამალაძე გულზე არსებული პრობლემის გამო, ექიმების ინტენსიური დაკვირვების ქვეშ რჩება, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
”გუშინ გვიან ღამემდე ვიყავი მამა გიორგისთან. ის კვლავ ჩაფიძის კლინიკაში რჩება და მკურნალობს. მას აქვს მარცხენა ფილტვის ანთება და ასევე ინტენსიური დაკვირვების ქვეშაა გულის პრობლემის გამო, რომელიც ძალიან სერიოზულად აწუხებდა ადრე, როგორც ირკვევა”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
მისივე თქმით, დაცვის მხარეს ამ დრომდე არ მოხსნია გაუთქმელობის პირობა და შესაბამისად, კვლავ მოკლებულია საქმის დეტალებზე საუბრის საშუალებას.
ადვოკატის თქმით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის განცხადებები, რომელიც მან საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, აბსურდულია.