საბავშვო პროგრამა თბილისის მედიათეკებში

საბავშვო პროგრამა თბილისის მედიათეკებში

დღეს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში საბავშვო შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პროგრამის კოორდინატორები და მოწვეული სტუმრები ესრებოდნენ.

25 თებერვლიდან, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკისა და ვარკეთილის ფილიალებში დაიწყება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა “მედიათეკელი“ ბავშვებისთვის (6-დან 9 წლამდე) და მოზარდებისთვის (10-დან 15 წლამდე). პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე და იგი ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისაგან: მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში მსახიობებთან ერთად,  ხატვისა და ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, გავეცნოთ ხელოვნებას, მუსიკის საათი, მკითხველთა კლუბი, ფოტოხელოვნება, ანიმაცია  და ეკოსაათი (გარემოს დაცვა).

ფასები და პირობები:

ვაკის ფილიალში  3 თვიანი პროგრამის ღირებულებაა 75 ლარი, რაც ყოველთვიურად 1 ბავშვზე 25 ლარს შეადგენს.
შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლების პაკეტებით: 3 თვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში, 75-ის ნაცვლად გადაიხადოთ 60 ლარი. ფასდაკლება შეეხება საოჯახო პაკეტსაც: 2 ან მეტი ბავშვისთვის 3 თვიანი აბონემენტის ღირებულება 1 ბავშვზე 50 ლარია.
ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. 

ვაკის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს და კვირას, დღის საათებში. 

ვარკეთილის ფილიალში  დაგეგმილ პროგრამებზე დასასწრები აბონემენტის 1 თვის ფასია 10 ლარი. ერთდროულად 3 თვის გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება და ფასი შეადგენს 25 ლარს.

საოჯახო პაკეტი 2 ან მეტი ბავშვისთვის: 3 თვიანი აბონემენტის ფასი 1 ბავშვზე 20 ლარს შეადგენს.

ნებისმიერი ტიპის აბონემენტის შეძენისას ბავშვი გახდება მედიათეკის წევრი და ისარგებლებს 6 თვიანი საბაზისო პაკეტით, რისი საშუალებითაც ყოველდღე ექნება წვდომა მედიათეკის სამივე ფილიალის რესურსთან. 

ვარკეთილის ფილიალში ინტერაქტიული შეხვედრები გაიმართება ყოველ შაბათს, დღის საათებში. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 2 24 10 24; 599 43 41 47