რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ტელეკომპანიის თანამშრომლებმა. მათ შეკრებილებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

„დიდი მადლობა ჩვენი და ამ ქვეყნის მხარდაჭერისთვის. მე იმედს ვიტოვებ, რომ აქ აღარ მოგვიწევს ისევ შეკრება სიტყვის თავისუფლების დასაცავად. დანარჩენი სასამართლოზეა. მადლობა თქვენ, ხალხნო, თქვენ ხართ, ვისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ“, - მიმართა აქციის მონაწილეებს „კურიერის“ წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა.