”მალე გაირკვევა, თუ რატომ გახდა ხელისუფლებისთვის ტელეარხების მფლობელთა გამჭვირვალობა აქტუალური”

”მალე გაირკვევა, თუ რატომ გახდა ხელისუფლებისთვის ტელეარხების მფლობელთა გამჭვირვალობა აქტუალური”

”ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული სატელევიზიო არხების მფლობელის პოვნა შეუძლებელია. შეიძლება, საიდანღაც მოიტანონ ცნობა, თუ ვინ არის ამა თუ იმ არხის მფლობელი, მაგრამ სინამდვილეში, ამას ოფშორში ვერავინ გადაამოწმებს.

 

ამიტომ, მთელი იდეა არის იმაში, რომ უნდა აიკრძალოს კომპანიების დარეგისტრირება ოფშორულ ზონებში” – ასე ეხმაურება ხელისუფლების ახალ ინიციატივას პრესა.გესთან საუბარში მედიაექსპერტი ია ანთაძე.

 

ხელისუფლების ინიციატივით კი, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედიამფლობელების ვინაობა გამჭვირვალე უნდა გახდეს.

 

ია, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ამ საკითხის ახლა წამოჭრა რატომ დასჭირდა?

-ამ ინიციატივის შეფასება ძალიან ნაადრევია, გაურკვეველია, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ახლა საუბარი მედია მედიამფლობელების გამჭვირვალობაზე, მაშინ, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში ცნობილია, კანონის მოთხოვნა, ვიცოდეთ, ვინ არიან მედიამფლობელები.

 

სინამდვილეში, არ ვიცით იმიტომ, რომ კომპანიები ოფშორშია დარეგისტრირებული. ასევე არ ვიცით იმ ფულის წარმომავლობა, რითაც ეს ტელევიზიები იმართებიან. ეს იყო მუდმივი საუბრის თემა უცხოელ ექსპერტებთან, ელჩებთან და ჟურნალისტების ერთმანეთში.

 

პრობლემა ცხადია, მაგრამ რატომ გახდა ხელისუფლებითვის დღეს ეს თემა აქტუალური, ჩემთვის, პირადად, ბუნდოვანი რჩება. არც იმის მჯერა, რომ ტელევიზიები როგორც პროპაგანდის იარაღი, ხელიდან გაუშვან. ასე არ მოხდება, რადგან მთელი მართვა არის აგებული პროპაგანადისტულ მანქანაზე.

 

ვნახოთ, დაველოდოთ, რას შემოგვთავაზებენ, მომავალი ორი კვირის განმავლობაში და აქვე ვიტყვი ერთ რამეს, რომ ლაშა ტუღუშმა ექსპერტებთან, იურისტებთან ერთად შექმნა კანონპროექტის მთელი კრებული, სადაც კომპლექსურად არის განხილული ის ცვლილებები, რაც დღეს ქართულ მედიას სჭირდება.

 

თუ მართლაც აპირებენ განიხილონ ის საკითხები, რაც ჩვენთვის და საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება, შეუძლიათ დასხდნენ ლაშა ტუღუშთან ერთად, მინიმუმ, კონსულტანციების რეჟიმი უნდა იყოს და უფრო დამაჯერებელი იქნება ხელისუფლების ინიციატივა.

 

თუ ამ კანონპროექტების განხილვაზე უარს იტყვიან, ცხადია იქნება, რომ მათი მიზანი არ არის ის, რაც ჩვენი.

 

თქვენი მიზანი რა არის?

-ჩვენი მიზანია, გულწრფელად ვიცოდეთ, ვინ არიან მედიამფლობელები და ასევე გამჭვირვალე იყოს როგორც ფინანსები, ასევე ინფორმაცია.

 

უმრავი მოსზრება გამოითქვა იმის შესახებ, რომ ტელევიზიების მფლობელების ვინაობა ისედაც ცნობილია და ეს ხელისუფლებაა. მაშინ, რა მიზანი აქვს ხელისუფლებას, საკუთარი თავის გამოვლენა სურთ?

-ძალიან სერიოზული შეხვედრიდან, რომელსაც ესწრებოდნენ: ლაშა ტუღუში და ვახტანგ ხმალაძე, ვიცი რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ოფშორში მედიასაშუალებების მფლობელის პოვნა. შესაძლებელია, საიდანღაც მოიტანონ ცნობა, თუ ვინ არის ამა თუ იმ არხის მფლობელი, მაგრამ სინამდვილეში, ამას ოფშორში ვერავინ გადაამოწმებს.

 

ამიტომ, მთელი იდეა არის იმაში, რომ აიკრძალოს კომპანიების დარეგისტრირება ოფშორულ ზონებში. ვფიქრობ, რომ თუ ოფშორში მოძებნიან და ვიღაცის გვარს დაგვიდებენ, სანდო არ იქნება. მერე, ისევ უნდა დავიწყოთ ვარაუდების გამოთქმა, რატომ დასჭიდა ხელისუფლებას ვიღაცის გვარის დასახელება.

 

ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია კომპანიები ოფშორში არ იყოს დარეგისტრირებული.

 

რამდენად შესაძლებელია, რომ უკავშირდებოდეს გამოქვეყნებულ რეიტინგებსკორუფციის აღქმის შესახებ”, სადაც საქართველო 68- ადგილზეა?

-ძალიან მიჭირს ბმულის გავლება ამ ორ მოვლენას შორის. მე ვიცი, რომ რეიტინგები არ ადარდებს ხელისუფლებას და არ ფიქრობენ რეიტინგების გამო სასწრაფო ღონისძიებების გატარებაზე.

 

მე მგონი გუშინდელი ამბავი უფრო სერიოზულია, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და ვცდილობთ ამოვიცნოთ, თუ რატომ გახდა აქტუალური ხელისუფლებისთვის ის, რაც გუშინ არ იყო აქტუალური. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

ბოლოს, რა შეფასებას მისცემთ საქართველოს მეასე ადგილს მედია თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით?

-თუ დავსვამთ შეკითხვას, არსებობს თუ არა საქართველოში თავისუფალი მედიასაშუალებები, რა თქმა უნდა, არსებობს. თუ დავსვამთ შეკითხვას, ქმნიან თუ არა ამინდს ისინი მედია სივრცეში და ახდენენ თუ არა საზოგადოებრივ აზრზე გავლენას, პასუხია - არა.

 

ის მედია საშუალებები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენენ, არიან პროპაგანდისტული, იმიტომ, რომ კონტროლდება საინფორმაციო პოლიტიკა სამივე ტელევიზიის და ისინი მთლიანად საქართველოში მაუწყებლობენ.