გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს 00.00 საათამდე უნდა დატოვოს, - ამის შესახებ უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხესთან განუცხადა.
როგორც ბექა ბასილაიამ განმარტა, გიგი უგულავას პატიმრობის ვადა 9 იანვარს გასდის, თუნცა "პატიმრობის შესახებ" კოდექსით, პირის გათავისუფლება ვადის ამოწურვის წინა დღეს უნდა მოხდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს დღე უქმე დღეა, მაშინ ის კიდევ უფრო ადრე, სამუშაო დღეს უნდა გათავისუფლდეს.
„მოსამართლის გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების დაწესებულებას უკვე გადაეგზავნა და ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს გიგი უგულავას გათავისუფლება“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.