ძალიან ძნელად პროგნოზირებადია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უგულავას გათავისუფლების შემდეგაც ძნელია პროგნოზის გაკეთება, რადგან შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.
”ვფიქრობ, რომ რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება და პოლიტიკურ ანალიზს არ ექვემდებარება. იქ ვითარდებოდა ათასი შეთქმულების თეორია. მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი იყო, რომ ის გუნდი, რომელსაც მიეკუთვნება გიგი უგულავა, მთლიანად მიეკუთვნება ხელისუფლებას და ამ გარიგების ერთ-ერთ პუნქტად გიგი უგულავას გათავისუფლება მოიაზრებოდა. ასე რომ, ძალიან ძნელად პროგნოზირებადია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ფაქტია, რომ სრული ისტერიკაა და აქედან გამომდინარე გამიჭირდება რაიმეს თქმა. როგორც ჩანს ისე ღრმად აქვს შეტოპილი მეორე მხარეს, რომ მზად არიან ნებისმიერი შეთქმულება განავითარონ, მათ შორის გიგი უგულავას გარიგებასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ხუხაშვილმა.