ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას ოჯახის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ

სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებასთან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ოჯახის წევრები, მათ შორის შვილები მივიდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ე.წ. მატროსოვის ციხესთან იკრიბებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც.

InterPressNews.Geროგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირა, რის საფუძველზეც თბილისის ყოფილი მერი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. ადვოკატები და ახლობლები უგულავას გათავისუფლებას დღესვე ელოდებიან.