თბილისში გაზის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება

თბილისში გაზის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გაზის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება.

ამის შესახებ ბენდელიანმა ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან და ყაზტრანსგაზთბილისის მმართველ მამუკა კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი გამორიცხავს, რომ ბუნებრივ აირში ჰაერი ან სხვა რაიმე მინარევი იყოს.

„ჰაერის შერევა გამოიწვევს აფეთქებას, ასეთი რამ წარმოუდგენელია. სხვა მინარევის შერევა თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ამას სჭირდება სპეციალური კომპროსერობი, რაც ჩვენთან ფიზიკურად არ მოიპოვება. ამიტომ ეს ინფორმაცია არ არის სწორია. ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, წინა პერიოდთან შედარებით“, - განაცხადა ბენდელიანმა.