მოქალაქეებმა დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტი გაზი მოიხმარეს

მოქალაქეებმა დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტი გაზი მოიხმარეს

"ყასტრანსგაზ თბლისის" მართველის მამუკა კობახიძის განცხადებით, მოქალაქეებმა დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტი გაზი მოიხმარეს.

მისივე თქმით, 2016 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით დეკემბრის თვეში გაზის მოხმარება 49%-ით გაიზარდა. "დეკემბერში შემოვიდა 123 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რომელიც წინა თვესთან შედარებით, არის 49%-ით გაზრდილი. ნოემბერში იყო 82 მილიონი კუბური მეტრი, 2015 წლის დეკემბერთან შედარებით კი გაზის მოხმარება 27%-ით არის გაზრდილი გასული წლის დეკკემბერში 97 მილიონი კუბური მეტრი იყო მოხმარება", - განაცხადა კობახიძემ.