სოცქსელებში კალაძის მორიგ ქველმოქმედებაზე საუბრობენ

სოცქსელებში კალაძის მორიგ ქველმოქმედებაზე საუბრობენ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წყნეთის დევნილ მოსახლეობას სოციალური პრობლემები მოუგვარა. ამის შესახებ "facebook"-ში ერთ-ერთი ადგილობრივი წერს.

"წყნეთში კალაძეს ადგილობრივ მაღაზიებში ხალხის, უმეტესად ლტოლვილების დავალიანება გადაუხდია, ჩემი ლტოლვილი მძღოლის ცნობით.Secret Santa", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ახალი წლის დღეებში სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმული მოსახლეობაში გამოჩნდა და გამვლელები საჩუქრებით გაანებივრა.