ადვოკატი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლო გაამართლებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს

ადვოკატი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას სააპელაციო სასამართლო გაამართლებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატი გიორგი გელხაური ე.წ.მატროსოვის ციხეში მივიდა.

გიორგი გელხაურმა შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ გიგი უგულავას წარდგენილ ბრალში სააპელაციო სასამართლო გაამართლებს და სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს.

სააპელაციო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება.