მამუკა მდინარაძე:  გადაწყვეტილება იქნება გუნდური, წინასწარ ნუ მალაპარაკებთ

მამუკა მდინარაძე: გადაწყვეტილება იქნება გუნდური, წინასწარ ნუ მალაპარაკებთ

საპარლამენტო ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ვერ აკონკრეტებს, მიიღებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას უზენაეს სასამართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები. ამასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” მხოლოდ ის განუცხადა, რომ ”კანდიდატებთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”.

”გადაწყვეტილება იქნება გუნდური. გუნდი იმსჯელებს და მიღებულ გადაწყვეტილებას პირველი თქვენ გაიგებთ. მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით წინასწარ ნუ მალაპარაკებთ”, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს”.

წინა მოწვევის პარლამენტმა, 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე, პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ თამარ ლალიაშვილს, ნონა თოდუას და ასევე, ანა დოლიძეს მხარი არ დაუჭირა. ამის შემდეგ ლალიაშვილისა და თოდუას კანდიდატურები პრეზიდენტმა პარლამენტს ხელახლა წარუდგინა. ანა დოლიძის ნაცვლად კი, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გახდა, უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა არის წარდგენილი.