ჩემი ძირითადი საყრდენი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მაღლაფერიძემ არ გამორიცხა, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება.
”მე საკმაოდ კარგად ვიცნობ საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ კოლექტივს. ამ კოლექტივს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტელექტუალური რესურსი. ჩემი ძირითადი საყრდენი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, თუმცა რაღაც ცვლილებები ბუნებრივია, მოხდება, რადგან ჩვეულებრივი პროცესია ტელევიზიებიდან ტელევიზიებში გადასვლა”, - განაცხადა მაღლაფერიძემ.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ წარსულზე საუბარს, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ყველა ადამიანს აქვს წარსული მთავარი ისაა, როგორია ეს წარსული.
”თითქოს პოლიტიკური დანაშაული მაქვს ჩადენილი, როცა ამბობთ, რომ პოლიტიკური წარსული მაქვს. ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი წარსული. ჩვენ უნდა ვნახოთ არის თუ არა იქ რაიმე საჩოთირო და სამარცხვინო. მე ვფიქრობ, რომ ჩემს საქციელში საჩოთირო არაფერია.
საუბარი იმაზე, რომ მე პოლიტიკური წარსული მაქვს, თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს პოლიტიკური წარსული, მთავარია, როგორია ეს პოლიტიკური წარსული.
მე მგონი ახლა ამაზე საუბარს უნდა მოვრჩეთ”, - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩევის შემდეგ ვასილ მაღლაფერიძე სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას არ დაესწრნენ სამეურვეო საბჭოს წევრები სულხან სალაძე და ქეთევან მსხილაძე.