საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ისეთი ადამიანი აირჩიეს, რომელიც პირდაპირ შემსრულებელია იმის, რასაც ხელისუფლება ეტყვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ისეთი ადამიანი აირჩიეს, რომელიც პირდაპირ შემსრულებელია იმის, რასაც ხელისუფლება ეტყვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ისეთი ადამიანი აირჩიეს, რომელიც პირდაპირ შემსრულებელია იმის, რასაც ხელისუფლება ეტყვის, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. მისი თქმით, სრულიად ნათელია, რომ გაიმარჯვა ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულმა პირმა ხელისუფლების ჩარევით.

”ისეთი ადამიანი აირჩიეს, რომელიც არის პირდაპირ შემსრულებელი იმის რასაც ხელისუფლება ეტყვის. სრულიად ნათელია ყველაფერი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლომდე დაექვემდებარა ამ ადამიანს და შესაბამისად, ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება რაც ხელისუფლებას აქვს - ჯერ იყო ”რუსთავი 2-ზე” შეტევა, შემდეგ მთელი რიგი მნიშვნელოვანი თოქ-შოუების დახურვა, ბოლოს იყო ახალი კონსორციუმის შექმნა. ხელისუფლებას მედიის მთლიანი კონტროლი უნდა და ამას აკეთებს ნაბიჯ-ნაბიჯ”, - განაცხადა კაპანაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა. მეორე ტურის განმეორებითი კენჭისყრით, ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა დაუჭირა, ხოლო თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურას - ორმა.