უწმინდესის გადაწყვეტილება იყო შობას ღამისთევის მსახურება ჩაეტარებინა და ექიმებმა უკან დავიხიეთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.
მისივე თქმით, ექიმები უწმინდესს ურჩევდნენ, ღამისთევის მსახურება არ ჩეტარებინა, თუმცა მათ პატრიარქის გადაწყვეტილების შემდეგ უკან დაიხიეს.
„პატრიარქის მდგომარეობა უკეთესია. მას ახლაც გამოკვლევებს უტარებენ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება და ასე გაგრძელდება“, - განცხადა შარტავამ.
მისივე თქმით, უწმინდესი სამების ტაძარში დღეს საშობაო ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.