ეკა ბესელიას ინფორმაციით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც არჩევით თანამდებობებს ეხება, პარლამენტი თებერვალში იმსჯელებს

ეკა ბესელიას ინფორმაციით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც არჩევით თანამდებობებს ეხება, პარლამენტი თებერვალში იმსჯელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც არჩევით თანამდებობებს ეხება, პარლამენტი თებერვალში – საგაზაფხულო სესიის დაწყებისას იმსჯელებს.

როგორც ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსჯელობის საგანი იქნება როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ასარჩევ პირთა საკითხი.

„თებერვალში მზად იქნება საკითხები რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. ის, თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამაზე ვერ ვისაუბრებ, მანამდე დასრულდება კონსულტაციები“, - აღნიშნა ბესელიამ.