ამასთან, ავიაკომპანიამ მომსახურებისა და ბიზნესის ხარისხის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავიაკომპანია ვიზეარმა, რომელიც არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, კიდევ ერთი წარმატებული წლის დახურვა დააანონსა. 2016 წელი გამოირჩეოდა მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდით, ავიამიმართულებების ქსელის მასიური გაფართოვებით და მომსახურებისა და ბიზნესის საერთაშორისო ხარისხის მოპოვებით. ბოლო 12 თვის მანძილზე ავიაკომპანიამ თავის საჰაერო ფლოტს 9 საჰაერო ხომალდი შემატა, დაამატა 17 ახალი მიმართულება, რითაც თავის ავიამიმართულებების ქსელი გაამრავალფეროვნა 100-ზე მეტი მიმართულებით.
ავიაკომპანია ვიზეარმა 2016 წელს 23 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და 19%-იანი ზრდა დააფიქსირა. წლის ბოლოს ავიაკომპანიამ დააკავშრა მსოფლიოს 40 ქვეყნის 134 ქალაქი, 519 ავიამიმართულების საშუალებით. 2016 წელს ვიზეარმა თავის საჰაერო ფლოტს შემატა ცხრა ახალი ეარბას A321, შექმნა დამატებით 400-ზე მეტი ახალი სამუშო ადგილი და ამჯერად კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 3,000 თანამშრომელს აღემატება. ვიზეარის საჰაერო ფლოტი ამჟამად შედგება 74 ეარბას A320 და ეარბას A321 ტიპის საჰაერო ხომალდისგან, რომლებიც ოპერირებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყანაში არსებული 25 ბაზიდან. ასევე დაანონსდა, 2017 წლის მარტსა და ივლისში ორი ახალი ბაზის გახსნა, მოლდოვის ქალაქ კიშინიოვსა და ბულგარეთის ქალაქ ვარნაში. 2016 წელს ვიზეარის მუდმივი განვითარება და შესანიშნავი სერვისი აღიარებულ იქნა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოებით.
ვიზეარი დასახელდა 2016 წლის საუკეთესო ფასის მქონე ავიაკომპანიად Air Transport World-ის მიერ (ATW), რომელიც არის მსოფლიო საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მულტიმედიური ინფორმაციისა და სერვისის მომწოდებელი. ასევე ვიზეარი დასახელდა წლის დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად მსოფლიოს ავიაციის ლიდერი ცენტრის (CAPA) მიერ. ავიაკომპანია რეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და წარმატებით გაიარა ოპერირების უსაფრთხოების აუდიტი (IOSA) - რომელიც არის ავიაკომპანიის უსაფრთხოების აღიარების საერთაშორისო ნიშნული.
ავიაკომპანია ვიზეარმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი როდესაც 2016 წლის სექტემბერში ქუთაისში გახსნა ბაზა და თავის მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი ფრენები უკვე ევროპის 8 ქვეყნის 11 მიმართულებით შესთავაზა. ბაზის დაარსება, კომპანიის მხრიდან წარმოადგენს 98* მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას და 36 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას. ამასთან, 2016 წელს ავიაკომპანია საქართველოში მოემსახურა 168,000 მგზავრს და დააფიქსირა ყოველწლიური 35%-იანი ზრდა, რითაც ხელი შეუწყო ადგილობრივი საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებასა და ადგილობრივ ბაზარზე დამატებით 126 სამუშაო ადგილის* შექმნას.
ვიზეარის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოზეფ ვარადიმ აღნიშნა: “2016 წელი ავიაკომპანიისთვის ძალზე წარმატებული წელი იყო. ვიზეარმა შეინარჩუნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის სტატუსი, ასევე ჩვენი მომსახურების ხარისხმა და უსაფრთხოების უპირატესობამ აღიარება ჰპოვა მსოფლიო დონეზე. ჩვენი ავიაკომპანიის ეფექტური, ულტრადაბალბიუჯეტიანი მოდელი მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენს მუდმივ ზრდას და ავიამიმართულებების ქსელის გაფართოვებას ჩვენი მგზავრების მოთხოვნების გათვალისწინებით.”
ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტიც მოიცავს 74 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 500 მიმართულებით 27 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშიერბს 40 ქვეყანის 134 ქალაქს.