საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში, სადაც სომეხ თანამოქალაქეებს ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
"ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ვულოცავ ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. საამაყოა, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ძმობა და მეგობრობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ქართველები და სომხები სიყვარულითა და პატივისცემით გავაგრძელებთ თანაცხოვრებას და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს",-ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.