პატრიარქი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამებაში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს

პატრიარქი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამებაში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს. 
 როგორც ”ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოდან აცნობეს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურება დღეს, 23:00 საათზე დაიწყება და მას პატრიარქი შეასრულებს. 
გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი სადღესასწაულო ლიტურგიას შობას, 7 იანვარს 10:00 საათზე დაიწყებდა.