თურქეთის დასავლეთით, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა სასამართლოს შენობის გვერდით. შემთხვევის ადგილზე ორი ავტომობილი დაიწვა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. პოლიციასთან სროლის დროს ორი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, მესამე ტერორისტს კი სამართალდამცავები ეძებენ. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ერთი პოლიციელი და სასამართლოს ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.