ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანას შეეხება

ამერიკელმა სენატორებმა კანონპროექტი მოამზადეს, რომელიც აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანას შეეხება

აშშ-ს სენატის რესპუბლიკელებმა კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისკენ მოუწოდებს. 

კანონპროექტი ნევადას შტატის სენატორმა დინ ჰელერმა, ფლორიდას შტატის სენატორმა მარკო რუბიომ და ტექსასის შტატის სენატორმა თედ კრუზმა მოამზადეს. 

„იერუსალიმი ისრაელის ებრაული სახელმწიფოს მარადიული დედაქალაქია და ის ადგილია, სადაც აშშ-ს საელჩო უნდა მდებარეობდეს “, - განაცხადა სენატორმა მარკო რუბიომ. 

სენატორი თედ კრუსის განცხადებით, „ობამას ადმინისტრაციის შურისძიება ისრაელის მიმართ ისეთი ღვარძლიანი იყო, რომ უბრალო ჭეშმარიტების წარმოთქმა, რომ იერუსალიმი აშშ-ს საელჩოსთვის შესაბამისი ადგილია, შოკს იწვევს გარკვეულ წრეებში“.