ჭიათურაში მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი მუშა დაშავდა. აფეთქება სოფელ პერევის მაღაროში მოხდა. გავრცელებული ინფრომაციით, აფეთქების შედეგად მუშები მსუბუქად დაშავდნენ და ისინი ,,ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.