ირაკლი ლექვინაძე:   მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება

ირაკლი ლექვინაძე: მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასი არ გაიზრდება

მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოიცავს მეტროს და ავტობუსებს ტარიფის გაზრდა არ განიხილება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამარშრუტო ტაქსებს კერძო ოპერატორი მართავს და ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით, მერიას ბერკეტები არ აქვს.

"რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, მას მართავს კერძო ოპერატორი,რომელსაც იმ ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც არის გაფორმები მერიასთან 2010 წელს. არანაირი ბერკეტი არ აქვს მერიას, რომ ტარიფზე ზემოქმედება მოახდინოს და ეს ტარიფი არ არის რეგულირებადი. ჩვენ მოვუწოდებთ სამარშუტო ტაქსების მმართველ კომპანიას, რომ თბილისელებისთვის არ მოახდინოს ტარიფების გაძვირება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, საწვავზე აქციზის ზრდა ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ საწვავზე ფასები გაიზრდება.

"მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ავტობუსებზე და მეტროზე ტარიფის გაზრდას არ განვიხილავთ. ამ ეტაპზე საკმაოდ სოლიდური სუბსიდიაა თბილისის მერიიდან გამოყოფილი ტრანსპორტის მიმართულებით. ეს არის 60 მილიონ ლარზე მეტი,თუ გახდება საჭიროება ბუნებრივია, მერია იზრუნებს გაზრდაზე”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.