ნაძალადევის რაიონის გამგებლად ირაკლი ხელაძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი

ნაძალადევის რაიონის გამგებლად ირაკლი ხელაძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი

ნაძალადევის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე ირაკლი ხელაძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს განუცხადა.

"გამგებლის მოვალეობას აქამდე მოადგილე ასრულებდა, თუმცა ახლა უკვე ჩამოვყალიბდით და ირაკლი ხელაძის კანდიდატურა დღეს დადგენილი წესით წარედგინება საკრებულოს“, - განაცხადა ნარმანიამ.

ნაძალადევის  გამგებლის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზაზა გაბუნია პარლამენტში დეპუტატად აირჩიეს.

ირაკლი ხელაძე ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელია.