2016 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა

2016 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა

წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, 2016 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელის თანახმადაც, 2016 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 749,1 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,3 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 3,2 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,5 პროცენტი) და მრეწველობა (17,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,4 პროცენტი), მშენებლობა (8,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,3 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სასტუმროები და რესტორნები (13,4 პროცენტი),საფინანსო საქმიანობა (9,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7,5 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (5,0 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (4,7 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (3,9 პროცენტი), ვაჭრობა (3,6 პროცენტი), მშენებლობა (2,4 პროცენტი). კლება დაფიქსირდა ტრანსპორტში (-4,2 პროცენტი), კავშირგაბმულობაში (-0.5 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-0,1 პროცენტი).

2016 წლის მონაცემების საბოლოო დაზუსტება 2017 წლის 15 ნოემბერს განხორციელდება.